მალე ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება

26 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 1 აგვისტოს დასრულდება.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა შესული. ერთ-ერთია ხელბურთი. საქართველო ხელბურთელთა ტურნირში ვაჟთა და გოგონათა გუნდებით მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ოლიმპიური ნაკრები (17-წლამდელები) 27 ივლისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (18სთ), 28 ივლისს რუსეთს (18სთ), 29 ივლისს კი რუმინეთთან მატჩით (18სთ) დაასრულებს ტურნირს.

ხელბურთელთა შეჯიბრებას ახალი საფეხბურთო არენის დიდი და მცირე დარბაზები უმასპინძლებს. 31 ივლისს და 1 აგვისტოს ნახევარფინალები, ოქროს და მცირე ფინალები გაიმართება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავაა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13415″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1437546836520″]

მსგავსი პოსტები

Back to top button