სტამბულში საპროტესტო აქციები დაიწყო [Video/Photo]

თურქეთის ქალაქ სურუჩში აფეთქების შემდეგ, კიდევ რიგი ინციდენტები მოხდა.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის პროვინცია ადამანში, ადგილობრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალებსა და ტერორისტებს შორის შეტაკება მოხდა. 1 თურქი ჟანდარმი დაიღუპა, 2 დაიჭრა, – იუწყება თურქული სააგენტო Anadolu Ajansi.

აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქ სტამბულში, უცნობებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულია, – წერს ადგილობრივი გაზეთი Hurriyet.

Anadolu Ajansi-ს ინფორმაციით, ადიამანის ძალოვნებზე თავდასხმა ე.წ. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებმა განახორციელეს. თურქეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულად ითვლება.

სტამბულში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ქალაქ სურუჩში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, – გადმოსცემს Reuters.

სტამბულის მცხოვრებნი ქუჩებში გამოვიდნენ და ხელისუფლება ISIS-ის ტერიროსტების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

სააგენტოს ცნობით, ასობით პროტესტანტი სტამბულის ცენტრალურ მოედან „თაქსიმ“-თან შეიკრიბა. მომიტინგეების უმეტესობა მშვიდად იქცეოდა, თუმცა ზოგი მათგანი პოლიციელებს ბოთლებს უშენდა. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამიოყენეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13408″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button