მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონა ვირუსის მაჩვენებელი ათასი ერთეულით შემცირდა

“კახეთში კორონა ვირუსის ერთკვირიანი მაჩვენებელი ათასი ერთეულით შემცირდა- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

” მცირე სტაბილიზაცია შეიმჩნევა, რადგან ერთკვირიანი მაჩვენებელი ათასი ერთეულით ნაკლებია, წინა კვირის შემთხვევებთან შედარებით.

ძალიან მცირედით შემცირდა დადებითობის მაჩვენებელიც, თუმცა ისევ ისეა ლეტალობის შემთხვევები. კარდაკარის პრინციპით აიცრა 426 მოქალაქე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, კიდევ მეტი ჩართულობაა საჭირო ვაქცინაციაში”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით მძიმეა.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დაკეტილია სკოლები, საბავშვო ბაღები და კლასები.
ყოველდღიურად ფიქსირდება ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები.

მსგავსი პოსტები

Back to top button