მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის #17 საოლქო სარჩევნო კომისიამ ორი უბანი გადათვალა

თელავის #17 საოლქო სარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი, კიდევ ორი უბანი გადათვალა.
უბნების ხელახლა გადათვლას, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდობლობა გამოუცხადა და საოლქო საარჩევნო კომისის წევრმა ოპოზიციიდან, პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

გიორგი შანყულაშვილს მიაჩნია,რომ საარჩევნო კომისია სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მოქმედებს და ბათილ ბიულეტენებზე გადაწვეტილებები ამომრჩევლის ნების საწინააღმედგოდ გამოაქვს.

ერთ-ერთი უბნის გადთვლისას, ორივე კანდიდატის ნამდვილებში მითვლილი თითო ბიულეტენი, კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილებში ჩაითვალა.

საოლქო საარჩევნო კომისის თავჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განმარტებით, ორი ხმის ცვლილებას, შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
გადათვლის პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button