მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში კორონა ვირუსის ყოველდღიური შემთხვევები, გასამმაგდა

კახეთში კორონა ვირუსის ყოველდღიური შემთხვევები, გასამმაგდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შემთხვევების მატების ტენდენცია, განსაკუთრებით, ივლისის დასაწყისში შეიმჩნევა.

” მთლიანად, ივნისის თვეში იყო 96 დადასტურებული შემთხვევა. ახლა უკვე, სამ დღეშია, 27, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ რაოდენობა გაზრდილია.ამ ეტაპზე სტაციონარში არავინ წევს, აღარ არის სპეციალიზებული კოვიდ- კლინიკებიც. თუ ვინმეს დასჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, სადაც დაუდასტურდება, ის კლინიკა უმკურნალებს, სპეციალურ იზოლირებულ ბოქსში. ძირითადად, გავრცელებულია ომიკრონის ორი ტიპი და ხასიათდება მაღალი გადამდებლობით, თუმცა, მსუბუქი მიმდინარეობით. რაც ახლა ავადობები მიმდინარეობს, სურდოთი, ყელის ტკივილით და რესპირატორული სიმპტომებით, ვვარაუდობთ, რომ ყველა ეს ვირუსია. ზოგიერთი მოქალაქე, მსუბუქი მიმდინარეობის გამო, არ მიდის ტესტირებაზე”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნებოდა.
ვირუსის მაჩვენებლების შემცირების საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციები შეამსუბუქა და ბოლოს, პირბადის ტარების ვალდებულებაც გააუქმა.

სპეციალისტები თვლიან, რომ პირბადის ტარების აუცილებლობა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში, უნდა აღდგეს და ვაქცინაციის კაპმანია გაძლიერდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button