კახეთში კორონა ვირუსზე ვაქცინაცია თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყება

15 მარტს, პირველი ვაქცინა კახეთის რეგიონში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაკეთდება.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, დაწესებულებამ რეგისტრაცია გაიარა და ვაქცინის მისაღებად მზად არის.
” ორშაბათს დილით შემოვა ვაქცინა და პირველი აცრები ჩატარდება. ჩვენ რეგისტრაცია გავლილი გვაქვს. ვნახოთ, რა რაოდენობა ჩაიტარებს ვაქცინაციას, ჯერჯერობით ზოგი რამ დასაზუსტებელი მაქვს. ორშაბათს ყველაფერი დეტალურად მეცოდინება. ვაქცინის მისაღებად და პროცესისთვის მზად ვართ. ჩვენ ნაწილობრივ კოვიდ- კლინიკა ვართ და ვნახეთ, ამ ვირუსის სიმძიმე, ამიტომ ვთვლი, რომ ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს”- განაცხადა ჭონიაშვილმა.
კახეთის დანარჩენი შვიდი მუნიციპალიტეტის კორონა ვირუსზე ვაქცინაციას, 17 მარტიდან დაიწყებს.
დღეს საქართველოში, ასტრა ზენეკას ვაქცინის პირველი 43 ათასი დოზა შემოვიდა, რომლითაც პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალი აიცრება