მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია თელავის რეფერალური საავადმყოფოდან იწყება

დღეს კახეთში კორონა ვირუსზე ვაქცინაცია იწყება. პირველ ვაქცინას კახეთის რეგიონში, თელავის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი გაიკეთებს.

საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ვაქცინაციის დასაწყებად ჰოსპიტალი მზად არის.

” ყველაფერი მომზადებულია ვაქცინის გასაკეთებლად. ჩვენ რეგისტრაცია გავლილი გვაქვს და პერსონალიც მზად არის. ვფიქრობ, რომ ვირუსის დამარცხების საუკეთესო გზა, სწორედ ვაქცინაციაა.”- განაცხადა ჭონიაშვილმა.

აცრის პროცესი, რეფერალურ ჰოსპიტალში ცოტა ხანში დაიწყება. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, კახეთის გუბერნატორი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნობიან.

კახეთის დანარჩენი შვიდი მუნიციპალიტეტი კორონა ვირუსზე ვაქცინაციას, 17 მარტიდან დაიწყებს.
რეგიონში, ასტრა ზენეკას ვაქცინის პირველი 1900 დოზა, რომლითაც პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალი აიცრება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, 12 მარტს შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button