მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ლოპოტა-1 ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, პროტესტი განახლდა

კახეთში ლოპოტა-1 ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, პროტესტი განახლდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ხელახალი უკმაყოფილება იმ ჯიხურებმა გამოიწვია, რომელიც კომპანია ართანა-ლოპოტამ ჰესის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიასთან ახლოს განათავსა.

“დილის შვიდ საათზე ამოიპარნენ სოფლის გვერდითა შემოვლითი გზით, ყველა უნდა გამოფხიზლდეს, სანამ საღამოსთვის მშენებლობას დაასრულებენ.ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი და არ ვაპირებთ ამ პროცესს დავეთანხმოთ. აქაურობის განადგურების უფლებას არავის მივცემთ, ვითხოვთ მოაცილონ ეს ჯიხურები აქედან “- ამბობენ ადგილობრივები.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, მოსახლეობა კარვების განთავსებას და ყოველდღიური მორიგეობის დაწესებას გეგმავს.

პროტესტი ლოპოტა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, ოთხი წელია, ეტაპობრივად გრძელდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა ბუნებრივ გარემოს გაანადგურებს და სოფელს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

შეგახსენებთ, მცირე ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო, თუმცა პროტესტის გამო, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button