რეგიონი
კახეთში მოქალაქეები ნახშირს უკანონოდ წვავდნენ

ნახშირის უკანონო გამოწვის ფაქტები გამოვლინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 მოქალაქე დააფიქსირა, რომლებსაც დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმოები ჰქონდათ მოწყობილი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი ოქმები, რომლის მიხედვითაც მათ სასამართლომ სანქცია უნდა დააკისროს.
ნახშირის გამოეცა სპეციალურ ნებართვასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვას საჭიროებს.
ნახშირის წვის შედეგად, გარემოში მოხვედრილი დამაბინძურებელი ნივთიერებები ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.