მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში მუზეუმების შემოსავლები შემცირდა

კახეთში მუზეუმების თანამშრომლები შემოსავლის შეწყვეტას უჩივიან. კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, მუზეუმების შემოსავალი მინიმუმადე დავიდა.

მუზეუმების ხელმძღვანელები რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობენ, რომ ვიზიტორების შემცირებამ, მანამდე არსებული შემოსავლები, საგრძნობლად შეამცირა.

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი განმარტავს, რომ გასულ თვეში ვიზიტორებისგან, მხოლოდ 200 ლარი თანხა შევიდა.

“ვმუშაობთ მხოლოდ შაბათ- კვირას და ისიც რეგულაციებით. ვიზიტორებისგან მხოლოდ 200 ლარი შემოვიდა, როცა ნორმალური მუშაობის პირობებში, ეს შემოსავალი სამიდან ოთხი ათასამდე მერყეობს. ამ თანხებით, მუზეუმის ყველა საჭიროება ფინანსდება და ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისია. თუ ასე გაგრძელდა, ვერ გეტყვით, რა გამოსავალი დადგება” – განაცხადა ურჩუხიშვილმა.

შემოსავლები მინიმუმამდეა დასული, მირზაანში, ფიროსმანის სახლ- მუზეუმშიც.

მუზეუმის დირექტორი, დალი აბაშიძე, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ გასულ თვეში, მუზეუმში, მხოლოდ 60 ლარი თანხა შევიდა.

“კორონა ვითარება პირდაპირ აისახა შემოსავლებზე. 60 ლარი შემოვიდა გასულ თვეს. ეს რამდენად მიზერული თანხაა, ხომ წარმოგიდგენიათ. ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მუზეუმის პოლულარიზაციისათვის, ფიროსმანი ხომ მსოფლიოს საკუთრება და ეროვნული სიამაყეა. ასე თუ გაგრძელდა, ბევრი რამ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ “- განაცხადა აბაშიძემ.

კორონა ვირუსის პირველი ტალღის დროს, მარტის თვეში, მუზეუმები საქართველოში, სრულად დაიკეტა და მაისში გაიხსნა.

ამაჟამად, ისინი გარკვეული დღეებისა და საათების განმავლობაში, შეზღუდული რაოდენობის ვიზიტორებს ემსახურებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button