მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში პირველი ინფიცირებული მედიკოსია

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდგინდა.

ეპიდემიოლოგები ექიმის სახლში უკვე მუშაობენ. ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფია, რომელიც ვითარებას სწავლობს. ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირებული მედიკოსის 60 კონტაქტია ცნობილი, თუმცა დაინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ექიმის მეუღლესაც აღმოაჩნდა, თუმცა ამის შესახებ შესაბამისი უწყებები ჯერ არ საუბრობენ.

ჯამში, დღეს, 2 მაისს COVID-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button