მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში პირველი პსრ ლაბორატორია აშენდება

კახეთში პირველი პსრ ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაბორატორიის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

” მშენებლობა მიმდინარეობს ჩვენი ლაბორატორიის ტერიტორიაზე და შენდება სახელმწიფოს სახსრებით. დამკვეთი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. აქ მოეწყობა PSR ლაბორატორია, რომელსაც განსაკუთრებული საინჟინრო, ლაბორატორიული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტები სჭირდება”- განაცხადა ხიზანიშვილმა რადიო ჰერეთთან.

ლაბორატორიის მშენებლობა, სავარაუდოდ, მაისში დასრულდება, რის შემდეგაც მისი აპარატურით აღჭურვის და დამონტაჟების სამუშაოები დაიწყება.

პსრ ლაბორატორიის მშენებლობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 220 ათასი ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება აპარატურას, მისი გარკვეული ნაწილი უკვე შეძენილია და ლუგარის ცენტრში ინახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button