კახეთში ქრთამის აღების ბრალდებით მეტყევე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით “ეროვნული სატყეო სააგენტოს” კახეთის სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
გამოძიების მტკიცებით, გიორგი ჩომახაშვილი მის დაქვემდებარაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და შემდგომში მასალის უკანონოდ გადაზიდვის პროცესში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.