მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კახეთში რისკ- ჯგუფში მყოფი მოქალაქეების სეზონურ ვირუსებზე აცრა დაიწყო.
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/11/untitled-design.png)
კახეთის რეგიონში გრიპის ვირუსებზე აცრის ყველა მსურველს, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის გაკეთება, შესაბამის პოლიკლინიკაში უსასყიდლოდ შეუძლია.
სახელმწიფო პროგრამით, რისკ ჯგუფში, ორსული ქალები, გულ- სისხლძარღვთა სისტემით, დიაბეტით დაავადებული პირები და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები შედიან.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ სარგებლობენ, ვაქცინის შეძენა კერძო სააფთიაქო ქსელში, 40 ლარად შეუძლიათ.
რეგიონის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აცრებს ატარებენ, ათი ათასზე მეტი ვაქცინა აქვთ, აქედან 3600 ერთეული, თელავის პოლიკლინიკებშია.
ვაქცინაციის მიმდინარეობაზე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს.