რეგიონი

კახეთში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის 2 ათასამდე ვაკანსიაა

კახეთში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის 2 ათასამდე ვაკანსიაა- ამის შესახებ, რადიო ჰერეთს კახეთის სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

თეონა ქალდანის განმარტავს, რომ ვაკანსიები ძირითადად, სახელმწიფო სამსახურებმა და ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილმა აიპებმა წარადგინეს.

” დღეისათვის 2 ათასამდე ვაკანსიაა. ეს რაოდენობა ცვალებადია. ძირითადად, სახელმწიფო დაწესებულებებმა გამოაცხადეს და ძალიან მოსახერხებელი სამუშაოებია, იმ თვალსაზრისით, რომ არავითარი კვალიფიკაცია არ სჭირდება. აქტივობა საკმაოდ მაღალია, ქალებიც გვაკითხავენ და მამაკაცებიც.დასაქმების შეთავაზება ოთხი მიმართულებით ხორციელდება და საზოგადოებრივ სამუშაოში ჩართული პირები, 300 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. ამავდროულად ექნებათ ოთხწლიანი ბრონი, რაც იმას ნიშნავს რომ ოჯახი სოციალურ დახმარებას შეინარჩუნებს”- განაცხადა ქალდანმა.

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყო. პროგრამა 120.000 ქულამდე შეფასების მქონე, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას ითვალისწინებს.

თითოეული დასაქმებული 300 ლარიან ანაზღაურებას მიიღებს და სოციალურ დახმარებას ოთხწლიანი გადამოწმების გარეშე შეინარჩუნებს.

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ბიუჯეტი 15 მილიონი ევროა, თუმცა მისი ხანგრძლივობის ვადა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button