მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული და რუსული მხარეები ანტალიაში არიან

ანტალია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია – სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა დაიწყო.
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დელეგაციასთან ერთად სასტუმრო “რეგნუმში”ამ წუთებში ხვდებიან.

მანამდე მხარეებმა ორმხრივი შეხვედრები შუამავალ და მასპინძელ თურქულ მხარესთან გამართეს.
ეს იქნება პირველი მოლაპარაკება ლავროვსა და კულებას შორის ომის დაწყებიდან დღემდე, ასევე ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრა ომის დაწყებიდან.
პარალელურად, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. დღეს 6 მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას. რუსი ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ შეტევას, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ქალაქი აღებული არ არის.

“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შეკავებას. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მტრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით წინსვლის აღკვეთაზე. ქალაქ მარიუპოლის, წრიული თავდაცვა გრძელდება. მიიღება ზომები მტრის კიევის მიმართულებით წინსვლის შესაჩერებლად.
ქალაქ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების ჯგუფი მუდმივად მზადაა მოწინააღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად, აყენებს ცეცხლსასროლ ზარალს ოკუპანტების შემტევ ჯგუფს და ინარჩუნებს გარკვეულ თავდაცვით ხაზებს.
მტერმა შეამცირა შეტევის ტემპი. საგრძნობლად გაიზარდა დეზერტირებისა და ძარცვის შემთხვევები,” – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა.

უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს ნაწილს უნიანი აქვეყნებს.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა იქნებოდა მისი პასუხი მშვიდობის სანაცვლოდ დონბასის დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების მოთხოვნაზე, ზელენსკიმ განაცხადა “აქ საკითხი იმაში არაა, მე რისი მიცემა შემიძლია”.ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის შემდეგ, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე – დარწმუნებულია ზელენსკი.

“ყოველ მოლაპარაკებაში ჩემს მიზანს წარმოადგენს რუსეთთან ომის დასრულება. ასევე მზად ვარ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. შესაძლებელია კომპრომისზე წასვლაც მაგრამ ეს კომპრომისი არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. მეორე მხარეც მზად უნდა იყოს კომპრომისებზე წასვლისთვის, ამის გამო ჰქვია კომპრომისი. მხოლოდ ასე შეგვიძლია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პუტინის სიკვდილი მთელი სამყაროსთვის გამოსავალი იქნებოდა.
რუსი პულიცისტი ვიქტორ შენდე-როვიჩი, რომელმაც რუსეთი ომამდე ცოტა ხნით დატოვა დევნის გამო, ა

მბობს, რომ პუტინის სიკვდილი მთელი სამყაროსთვის გამოსავალი იქნებოდა. “ტირანის სიკვდილი ყოველთვის დღესასწაულია” – ამბობს ის.

მსგავსი პოსტები

Back to top button