კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში სიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი, ურთიერშელაპარაკება გახდა.

ქალაქ რუსთავში მცხოვრებ 24 წლის თომა ბაბისაშვილს, საკუთარი დის ოჯახიდან წაყვანა უნდოდა, რომელიც სოფელ ფშაველში მცხოვრებ, 38 წლის ზურაბ ბენაშვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სიძე ცოლისძმას უთანხმოება წარსულშიც ჰქონდა. ამჯერად, შელაპარაკება, მკვლელობით დასრულდა.

ბაბისაშვილმა ბენაშვილი, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა, თავის არეში აქვს მიყენებული.

კახეთის პოლიციამ ბაბისაშვილი უკვე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button