კახეთში ვაქცინაციას მობილური ჯგუფები ატარებენ

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას კახეთის სოფლებში მობილური ამცრელი ჯგუფები ატარებენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მობილური ჯგუფის მომსახურებით რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა ისარგებლა.
ვაქცინაციის პროცესს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი აკვირდებოდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კორონავირუსის ძლიერი ტალღის აცილება მხოლოდ ვაქცინაციის მაღალ ტემპს შეუძლია.
” ვხედავთ, რომ სწრაფი გავრცელებას ძალიან. გამოსავალი არის მხოლოდ ვაქცინაციის გააქტიურებაში, რასაც ადამინების მძიმე მიმდინარეობისგან დაცვა შეუძლია. მუშაობს წამახალისებელი პროგრამებიც და მოსახლეობა კიდევ მეტად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
მობილური ჯგუფების მოძრაობა რეგიონის სოფლებში გაგრძელდება.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ორჯერადად მოსახლეობის 35-37 პროცენტია აცრილი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, ხოლო “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებს.