კახეთში ვეტერინარი დააკავეს

ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, “დადგენილია, რომ დაკავებული წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს, ისე რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია”.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შეუმოწმებელი ხორცი სარეალიზაციოდ სავაჭრო დახლებზე ხვდებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button