რეგიონისიახლეები

კახეთში XV-XVlსაუკუნეების „საქარავნე გზის“ ხიდი აღმოაჩინეს

კახეთში XV-XVlსაუკუნეების „საქარავნე გზის“ ხიდი აღმოაჩინეს

ხიდი ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ის აგურითაა ნაშენები და წინასწარი ინფორმაციით, ირანისკენ მიმავალი “საქარავნე გზის” შემადგენელი ნაწილია.

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი, დავით ყვავაძე განმარტავს, რომ ხიდი, ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.

“სოფელ აფენში ერთ-ერთმა მწყემსა, შემთხვევით ნახა ეს ხიდი და ერთ თანასოფლელს უთხრა, რომ დიდი რაოდნეობით აგური იპოვა. ეს ადამიანი ადგილზე მივიდა ნახა, რომ ეს შეიძლება ისტორიული ნაგებობა ყოფილიყო. ხიდი სავარაუდოდ XV- XVI საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული. სასწრაფოდ იქ უნდა განთავსდეს ბანერი, რომ მას იცავს სახელმწიფო.კვლევები ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან იქნება ჩასატარებელი. აქ იყო საქარავნე გზა, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა უწინდელი ჰერეთის, ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში ორ ადგილზე შემორჩენილია ქარვასლა თავისი კოშკურებით, სადაც ქარავანი ჩერდებოდა” – აცხადებს ყვავაძე.

თაღოვანი ხიდი შვიდმეტრიანი სიგრძის და ორმეტრიანი სიგანისაა და ის, მდინარე არეშზე გადასასვლელად გამოიყენებოდა.

წერილი, რომლითაც კულტურის სამინისტროს, სპეციალურ სამუშაოებსა და კვლევებში დახმარებას სთხოვს, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უკვე მოამზადა.

ხიდის ეკლებისგან გაწმენდის სამუშაოებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button