კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს მილანში შეხვდა

ენერგეტიკის მინისტრი და მთავრობის ვიცეპრემიერი კახი კალაძე რუსული კომპანია გაზპრომის წარმომადგენლებს მილანში შეხვდა.

იტალიაში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია რუსული კომპანიის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი.
გაზპრომის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მცირე ინფომრაცია, სადაც ნათქვამია:

“მილანში შედგა სამუშაო შეხვედრა გაზპრომის ხელმძღვანელს ალექსეი მილერსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს შორის. შეხვედრაზე გაგრძელდა განხილვა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის და მისი კომერციული მიწოდების შესახებ,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზპრომის მიერ ამ ინფომრაციის გავრცელების შემდეგ, ასევე მცირე განცხადება გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც. განცხადება გაზპრომის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თითქმის იდენტურია და იქ აღნიშნულია:

“მილანში ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზპრომის ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელების და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები”.

ეს არის უკვე რიგით მეორე მოლაპარაკება, რომელიც კახი კალაძემ გაზპრომთან გამართა. პირველი შეხვედრა სექტემბრის ბოლოს ბრიუსელში შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button