კალაძე პრეზიდენტს პასუხობს [აუდიო]

“გამარგინალებული პირების დეზინფორმაციული ისტერია” – ასე უწოდა კახი კალაძემ გაზპრომთან მიმართებაში ატეხილ აჟიოტაჟს.
საგანგებო ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა ახალი ხელშეკრულება “რაციონალურ და სწორ” გადაწყვეტილებად შეაფასა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ენერგოდამოუკიდებლობის და სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნება – შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა.
“ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს მიიქციონ ყურადღება. დაიწერონ პოლიტიკური ქულები”.
კალაძე ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას “არაკვალიფიციური” უწოდა.
ვიცე-პრემიერის მტკიცებით, შეთანხმების შესახებ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გაიმართა შეხვედრები ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. კახი კალაძეს ხელშეკრულების დეტალებზე არც ამჯერად უსაუბრია.