კალანდაძის დაკავება სავარაუდოდ სააკაშვილსა და რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება
საქართვეელოს პროკურატურას განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი უწყების გენერლის დაკავება, სავარაუდოდ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიმდინარე საქმეებს უკავშირდება.
გიგი კალანდაძე მის წინააღმდეგ 2015 წლის 26 დეკემბერს უპასუხა. ის ამბობდა, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ახალი ბრალის წარდგენა უკრაინის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის თანაშემწედ მის დაგეგმილ დანიშვნას უკავშირებოდა:
„რუსეთის ფედერაციამ მოითხოვა ჩემი დაკავება უკრაინაში. მიზეზად სახელდებოდა ჩემი, როგორც ბრიგადის მეთაურის მონაწილეობა 2008 წლის ომში. დღევანდელი საქართველოს პროკურატურა და ახალი პროკურორი პირდაპირ ხელდასმით ასრულებს რუსული პროკურატურის დავალებას.“- აცხადებდა გიგი კალანდაძემ
კალანდაძის ამბობდა რომ, უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებშიც იყო მცდელობა, მას ქვეყანა დაეტოვებინა და საზღვარგარეთ ან საქართველოში წასულიყო, თუმცა როგორც კალანდაძე აღნიშნავს ის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა:
„რამდენიმეჯერ მესიჯის სახით იყო თხოვნა და მოთხოვნა, რომ დამეტოვებინა უკრაინა და გადავსულიყავი საზრვარგარეთ ან დავბრუნებულიყავი საქართველოში, წარმომადგენელი რომელიც მე დამიკავშირდა მუშაობს უკრაინის უშიშროების საბჭოში. მე მას რა თქმა უნდ ცივი უარი ვუთხარი.“- აღნიშნა კალანდაძემ.
არსებული ინფორმაციით, გენერალი გიგი კალანდაძე გერმანიაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. ის უკრაინაში ბრუნდებოდა, სადაც წლების წინ გადასახლდა. დაკავების მომენტში მას თან მეუღლე და შვილი ახლდა.
გიგი კალანდაძეს საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს და იქ მსახურობს.
როგორც სამხედრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ლევან კახიანმა, 2016 წლის 5 აგვისტოს განაცხადა, 2012 წლის ივნისში უშუალოდ წამებას არ შესწრებია, თუმცა სამხედრო პოლიციაში, ოთახიდან ესმოდა, როგორ აწამებდნენ კობერიძეს, რომელსაც ტერორისტული აქტის აღიარებას სთხოვდნენ.
“მეგის ქარდავა, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გიგი კალანდაძე მოვიდნენ სამხედრო პოლიციაში, შევიდნენ მეგისთან კაბინეტში, შეიყვანეს დაკავებული კობერიძე და ყვირილის ხმა გამოდიოდა. ჩემი აზრით, აფეთქების აღიარებას სთხოვდნენ. ქარდავამ მხუთავი გაზი გაუშვა ოთახში, რომელმაც სპეციფიკური სუნი დატოვა“, – განაცხადა მოწმემ.
მისი თქმით, კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში ერთი კვირა ჰყავდათ.
“საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.
სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართვეელოს პროკურატურას განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.