კალიფორნიაში ტრამპის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა აყალმაყალი მოაწყვეს [Photo/Video]

აშშ-ის ქალაქ ბერკლიში (კალიფორნია) მშვიდობიანი მარშის მსვლელობის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დემონსტრანტებმა ბოლის შაშხანები და წიწაკის აეროზოლი გამოიყენეს. შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა – ერთს თავი გაუტეხეს, ხოლო მეორეს სახე გაუჭრეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა, რაც ტრამპის მომხრეთა მარშები აშშ-ის 50 ქალაქში იმართება. უმსხვილესი აქციები ჩატარდა ნიუ-იორკში, ნეშვილში, ბოსტონში, დენვერსა და მაიამიში. დემონსტრანტები ტრამპის კონგრესში გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საიმიგრაციო და საგადასახადო პოლიტიკას ეხება, მხარდაჭერას უცხადებენ.

[print_gllr id=54657]

მსგავსი პოსტები

Back to top button