ნიკი მინაჟი მოდის კვირეულზე მკერდმოშიშვლებული გამოცხადდა [Video]

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი, ნიკი მინაჟი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე მკერდმოშიშვლებული გამოცხადდა, – გვაცნობებს Daily Mail.

მდიდრული ფორმების მქონე მინაჟმა დიზაინერ ჰაიდერ აკერმანის კოლექცია დაჩრდილა. მომღერალმა მხოლოდ ცალი მკერდი მოიშიშვლა, ხოლო კერტი ბრჭყვიალა წებოვანი ლენტით დაიფარა. ასევე მას მოოქროსფრო შორტი ეცვა და იისფერი სათვალე ეკეთა.

აღსანიშნავია, რომ ნიკი მინაჟი ისტორიაში პირველი მომღერალი გახდა, რომლის 7 სიმღერა Billboard-ის ჩარტის Hot ასეულში ერთდროულად შევიდა.

დღესდღეობით მინაჟის სუპერჰიტ Super Bass-ის 7,5 მილიონი ასლია გაყიდული.

მსგავსი პოსტები

Back to top button