მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

კალმახელიძე ბოტკოველს: “მისი მეუღლე ცესკოში რომ მუშაობს, მიუკერძოებელია?”

“გიორგი ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა, ცესკო-ში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ამ რეალობიდან გამომდინარე, მინდა კითხვა დავუსვა ოპოზიციონერს: მისი მეუღლე ამ პროცესში არის მიუკერძოებელი?” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს. ბოტკოველი ხელისუფლებას საარჩევნო კომისიების დაკონპლექტებაში საჯარო მოხელეების მონაწილეობასა და ადმინისტრაციული რესუსის გამოყენებაში სდებს ბრალს.

“დღეს თურმე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს საარჩევნო კომისიები კომპლექტდება მერის წარმომადგენლებით, ნათესაური კავშირით და გამომდინარე აქედან, ეჭვქვეშ აყენებს, რომ კომისიების მუშაობა იქნება მიუკერძოებელი. მისი მეუღლე, ხათუნა გალდავა, რომელიც მუშაობს ცესკო-ში ერთ- ერთ მაღალ თანამდებობაზე, ჯერ დაიწყოს თავისი ოჯახის წევრებიდან. მე გიორგის მინდა პირდაპირ კითხვა დავუსვა, მისი მეუღლე ამ პროცესში არის მიუკერძოებელი? როდესაც საუბარს იწყებს სხვაზე, ჯერ დაიწყოს თავისი ახლო ნათესავებით და ოჯახის წევრებით.“ – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

წაიკითხეთ ასევე

ენმ: “კახეთში საარჩევნო კომისიების წევრები სკოლის დირექტორები და საჯარო პირები არიან”

მსგავსი პოსტები

Back to top button