კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს გაიმართება
კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნავენ „ეიბისიში“.
მანამდე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს: 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსზე“, 10 სექტემბერს „ენბისიზე“, ხოლო 25 სექტემბერს „ეიბისიზე“.
ამას წინ უძღოდა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ სექტემბერში ჰარისთან სამი დებატის გამართვაზეა თანახმა.
ცნობისთვის, იქამდე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მანამდე დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მრავალთვიანი სპეკულაციის შემდეგ, თავისი კანდიდატურა მოხსნა. დემოკრატიულ პარტიას ჰარისის კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია, თუმცა მიიჩნევენ, რომ 19 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე ის უკონკურენტო იქნება.
კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის თანახმა იყო, დებატები კვლავ 10 სექტემბერს, „ეიბისის“ ეთერში შემდგარიყო
ივნისის ბოლოს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დებატები გაიმართა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა.
მოხარული ვარ, რომ ტრამპი დებატებს საბოლოოდ დათანხმდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„კარგია, რომ დათანხმდა დებატებს 10 სექტემბერს, მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ტრამპი მოვა“, – განაცხადა ჰარისმა დეტროიტის შტატის დატოვებამდე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
„როიტერის“ ცნობით, „ეს იქნება ჰარისისა და ტრამპის პირველი დებატები, რომელიც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, საკმაოდ დაძაბული იქნება“.
ცნობისთვის მანამდე კი განცხადება „ეიბისიმ“ გავრცელა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დათანხმდნენ, დებატები 10 სექტემბერს მათ ეთერში გაიმართოს.
„ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა დებატების ჩატარების საკითხი.