კანადამ ჩინეთისთვის სუფთა ჰაერის მიწოდება დაიწყო

კანადურმა კომპანია Vitality Air-მა პეკინში სუფთა ჰაერით დატუმბული ბალონები წარმატებულად გაყიდა, – იუწყება ამერიკული ტელეარხი NBC.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თავიდან ეს პროექტი სახუმარო იყო, მაგრამ ბალონების პირველი პარტიის სწრაფი გასაღების გამო სერიოზული ხასიათი მიიღო.

“ყველაფერი გავყიდეთ და ახლა მომხმარებელი ჩვენი პროდუქციის გავრცობას ითხოვს. ხარისხიანი ჰაერი და ბუტილირებული წყალი წარმოების მზარდ სეგმენტს წარმოადგენს და ხალხი განსხვავებას ხედავს”, – განაცხადეს კომპანიაში.

თავდაპირველად კომპანია Vitality Air “eBay”-ზე ჰაერით დატუმბულ პაკეტებს 0,99 ცენტად ყიდდა. ახლა ბალონის მოცულობის გათვალისწინებით, ჰაერი 46 დოლარი ღირს და 400 იუანის ეკვივალენტურია, რაც 1 ბოთლ მინერალურ წყალზე 200-ჯერ ძვირია, რომლის ფასი 2 იუანს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button