კანადელმა მუსიკოსმა სექსის კომპოზიცია ჩაწერა

კანადელმა მუსიკოსმა – რორი ვაინერმა, სენსორული გადამცემების მეშვეობით, სექსის კომპოზიცია ჩაწერა, – გვაცნობებს ონლაინ-გაზეთი Motherboard.

სექსუალური აქტის დროს, სენსორული გადამცემები სხეულის მიერ გამოცემულ სიგნალებს აფიქსირებს.

“ამ ექსპერიმენტში სექსუალური მოძრაობები მუსიკად ვაქციე. ამისთვის, საკუთარ და პარტნიორის სხეულებს პიეზოელექტრული გადამცემები მივამაგზე. თითოეული გადამცემი გარკვეული ნოტისა თუ ბგერის ტრანსფორმირებულ სიგნალს უშვებდა. ეს ბგერები ჩვენ გვესმოდა, ასე რომ, მოძრაობა და მუსიკა ერთმანეთზე გავლენას ახდენს”, – წერს ვაინერი საკუთარ ბლოგში.

აღსანიშნავია, რომ რორი ვაინერმა სახელი გაითქვა კომპოზიციით – “იაპონიაში თვითმკვლელობათა სტატისტიკა ფორტეპიანოსთვის”. ამ 22 წუთიან პიესაში, კომპოზიტორმა პროგრამა – Pure Data-ში დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები მუსიკად გარდაქმნა.

მოუსმინეთ მუსიკას

მსგავსი პოსტები

Back to top button