საბერძნეთის სანაპიროსთან 5 მიგრანტი ბავშვი დაიხრჩო [Photo]
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან ლტოლვილებით სავსე 4 გემი ჩაიძირა. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 242 ადამიანი გადაარჩინეს, – გადმოსცემს France Presse.
წინასწარი მონაცემებით, 5 ბავშვი და რამდენიმე ზრდასრული მიგრანტი დაიხრჩო. გემებზე მგზავრთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, თურქეთიდან მომავალი, გასაბერ ნავებში მსხდომი, 200 მგზავრი გადარჩა.
ეგეოსის ზღვის სანაპირო დაცვა სამაშველო სამუშაოებს ახლაც აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ლესბოსი და საბერძნეთის მეზობელი კუნძულები ლტოლვილთა საკვანძო პუნქტებად იქცა. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან გამოქცეული ადამიანები, საბერძნეთის გავლით, ევროპაში გადასვლას ცდილობენ. წელს, საბერძნეთში 500 ათასზე მეტმა მიგრანტმა შეაღწია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21530″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]