კანადის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა [Video]
კანადის სანაპიროსთან, დასახლებულ პუნქტ ტოფინოს მახლობლად, კრუიზული გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, – გადმოსცემს ადგილობრივი ტელეარხი Global News.
ინციდენტის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ტელეარხ CBC-ის ინფორმაციით, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ტოფინოს მერმა, ჯოზი ოსბორნმა საკუთარ Twitter-გვერდზე, დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.