მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გამოყენება დაუშვებელი გახდა

პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დაუშვებელი გახდა.

სადავო ნორმის ეს ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება ეხება საქმეს „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება, მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე, რომელიც არ წარმოადგენდა დავის საგანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button