მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

კანონიერმა ქურდებმა პრეზიდენტს უჩივლეს

ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიან წევრს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

ამ აქტის გამო, მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილება შეიზღუდა. რა სამართლებრივი საფუძველი უდევს პრეზიდენტის სადავო გადაწვეტილებას, მოსარჩელეებისთვის უცნობია.

როგორც კანონიერი ქურდების იურისტი ვარაუდობს, ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული პირების უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში, მათი საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელდეს.

“მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები, ხოლო მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება, რომ თუ მას რაიმე სახის პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა, რომ მერე საქართველოში შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო. რომ რამე დაემართოთ, ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ, რომ საბუთი აღარ აქვთ.” – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

მოისმინეთ თამარ აბესაძის ხმა, რომელიც “მთავარმა არხმა” ჩაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button