საქართველოსიახლეები

“კანონს ესენი არ არღვევენ”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის დროს კანონს არც ეკლესია დაარღვევს და არც პოლიცია. მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობა ეკლესიასთან შეჯერდება.

“კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო”, – თქვა გომელაურმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, 21 მარტიდან აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი, შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი, მოქალაქეებმა 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით აჯარიმებს.

ამ წესების არსებობის მიუხედავად, ეკლესიაში წირვები არ შეწყვეტილა, ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი, დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button