მნიშვნელოვანისაქართველო

კაფე “გალერი” გაიხსნა

სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველები დალუქული ღამის კლუბების გახსნას იწყებენ.

ამ დროისთვის გაიხსნა “გალერი” და „ბლოუ“. ღამის კლუბების დამფუძნებლები ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს. “გალერის” ადვოკატის ხათუნა ხურცილავას ინფორმაციით, კლუბში ინვენტარი დაზიანებული არ არის.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ უკვე დატოვეს.

12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაციები ჩატარდა, მათ შორის სამართალდამცველები “ბასიანშიც” შევიდნენ, თუმცა კლუბი ამ დრომდე არ გახსნილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button