კარალეთის სკოლიდან ათი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოსწავლეები გაკვეთილებზე შეუძლოდ გახდნენ.
როგორც თანაკლასელები ამბობენ, მოზარდებს კანკალი დაეწყოთ და მოგვიანებით გონება დაკარგეს. მოსწავლეები, რომელთა მდგომარეობაც უფრო რთული იყო, სტაციონარში გადაიყვანეს, ნაწილს კი კარალეთის სამედიცინო ამბულატორიაში დახმარება აღმოუჩინეს .

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, აღნიშნული ფაქტის მოკვლევას სამართალდამცავები აწარმოებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button