მსოფლიოსიახლეები

კარანტინის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტების ორგანიზატორი ოდრი უიტლოკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ი ავრცელებს.

ოდრი უილტოკი Facebook-ჯგუფის ReOpen NC ადმინისტრატორია. მისი ორგანიზებით, ჩრდილოეთ კაროლინაში კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, ორი საპროტესტო აქცია ჩატარდა. პირველ აქციას 100, მესამეს კი, 300 ადამიანი დაესწრო.

უიტლოკმა და კიდევ ორმა აქტივისტმა ჯგუფი ReOpen NC მიმდინარე თვის დასაწყისში შექმნეს. ისინი იზოლაციის რეჟიმის მოხსნას ითხოვენ. ჯგუფის ზოგიერთ წევრს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, სხვები კი, კორონავირუსთან 5G-ის ქსელის კავშირის შესახებ კონსპიროლოგიურ თეორიებს ავრცელებენ.

უიტლოკის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, კერძოდ კი, შეკრების თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button