მსოფლიოსიახლეები

კომპენსაცია კორონავირუსით დაღუპული მედიკოსების ოჯახებისთვის

„კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაცვლილი მედიკოსების ოჯახებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 60 ათას გირვანქა სტერლინგს (75 ათასი დოლარი) გადაუხდის.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 21 ათასს აღემატება. მსხვერპლთა შორის ჯანდაცვის სფეროს 98 თანამშრომელია.

ფულად კომპენსაციას მიიღებენ იმ მედიკოსების ოჯახები, რომლებიც სამუშაოს შესრულების დროს, დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button