მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კარანტინში მყოფმა მძღოლებმა ფოთში აქცია გამართეს

ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ჩატარებას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, მძღოლები ამბობენ, რომ კარანტინში მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა.

„მოგვიხსნან ეს იზოლაცია, თუ ვართ ავადმყოფები, წაგვიყვანონ და გვიმკურნალონ და თუ არ ვართ, მაშინ გაგვიშვან… ყოველ გადმოსვლაზე აქ ვერ დავრჩებით. გაგვიკეთონ სწრაფი ტესტები და გაგვიშვან სახლში, დავიცავთ ამ თვითიზოლაციის წესებს“. – აცხადებენ მძღოლები, რომლებიც მათთვის მოწყობილ ე.წ. ტირ პარკში ცხოვრობენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სხვა ქვეყნებში მძღოლებს სატვირთო გადაზიდვების უფლება ეძლევათ და მხოლოდ საქართველოს აქვს განსაკუთრებით მკაცრი პირობები.

ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი აპრილში მოეწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს უწევდათ ყოფნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button