მნიშვნელოვანისიახლეები

მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ოჯახი, მამაკაცის მხრიდან თავდაცვაზე საუბრობს

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ოჯახი, მამაკაცის მხრიდან თავდაცვაზე საუბრობს.

მამაკაცის მეუღლე ამბობს, რომ გარდაცვლილმა და მისმა ძმამ, იოსებ გოგიაშვილს ქვით თავი გაუტეხეს და დაუნდობლად სცემეს.

ფეხქვეშ გაიგდეს, ქვით თავი გაუტეხეს და სისხლი სდიოდა. ახლა არც ვიცი, ცოცხალია, თუ არა, ვერ პოულობენ” _ ამბობს მეუღლე.
წარსულში ნასამართლევ იოსებ გოგიაშვილს, რომელმაც სავარაუდოდ, რამდენიმე გასროლა

სანადირო თოფიდან განახორციელა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს, მამაკაცის ნათესავები და მეუღლე.
შემთხვევა, სოფელ აკურაში , 21 მაისის ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი ძმა, სავარაუდო ბრალდებულს ჯართის გამო ედავებოდნენ.

ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, გოგიაშვილმა, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი ახალგაზრდა, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და შემთხვევით, საკუთარი შვილიც.

მცირე დაზიანება აქვს მიღებული, გარდაცვლილის დედასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button