კარდაშიანის დებმა ტანსაცმლის საავტორო კოლექცია წარადგინეს [Photo/video]

კიმ კარდაშიანის ნახევრადდებმა, 20 წლის ქენდალმა და 18 წლის კაილი ჯენერებმა საავტორო ტანსაცმლის კოლექცია წარადგინეს. ქალიშვილებმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი პირველად 2015 წლის ივნისში შექმნეს და დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ისინი ცნობილი ამერიკელი მოდელის და შოუ-ლედის, კიმ კარდაშიანის ნახევრადდები არიან.

შეგახსენებთ, რომ მათმა მამამ – ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრიუს ჯენერმა, ცოტა ხნის წინ, სქესი გადაიკეთა და სახელად ქეითლინი დაირქვა.
უფროსი თაობის წარმომადგენელები, ჯენერს, როგორც ბრწყინვალე სპორცმენს იცნობენ. მან მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე, ათჭიდში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჯენერს, 3 ოფიციალური ცოლისგან, 6 ბიოლოგიური შვილი ჰყავს. კიმ კარდაშინის დედამ 2 ქალიშვილი გაუჩინა. წელს ისინი განქორწინდნენ.

“ეს კოლექცია ჩვენი ცხოვრების სტილს მთლიანად ასახავს. იგი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და დღესასწაულებისთვისაც გამოდგება. ტანსაცმლის აქსესუარები მკვეთრი და, ამავე დროს, ძალიან ელეგანტურია”, – განაცხადეს დებმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23292″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button