კარდაშიანმა მოულოდნელი სელფი გამოაქვეყნა [Photo]

რეალითი შოუს ამერიკელი ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის Instagram-ზე მოულოდნელი სელფი გამოჩნდა.

naom_55c45decb5e15დივა ფოტოსურათზე მეუღლესთან და… ჰილარი კლინტონთან ერთად პოზირებს. თუმცა, სკანდალურად ცნობილი ვარსკვლავის მიკრობლოგში პოლიტიკოსის გამოჩენა შემთხვევითი არაა.

ივლისში, კარდაშიანმა საზოგადო დისკუსიის დროს იმედი გამოთქვა, რომ ჰილარი კლინტონი 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს და აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

„რაზეც იგი საუბრობს და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რა მიზნებსაც ისახავს, ძალიან მომწონს,“ – მიაწერა ფოტოსურათს ტელე-დივამ.

ჰილარი კლინტონთან გადაღებულმა სელფიმ, გამოქვეყნებიდან პირველივე დღეს, 700 000 ლაიქი დაიმსახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button