მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარლ ჰარცელი საგამოძიებო კომისიას არაოფიციალურს უწოდებს

პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის ჩართვას მნიშნელოვნად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი . ოპოზიციის გარეშე კომისიას კი არაოფიციალურს უწოდებს.

“საგამოძიებო კომისია არ არის ოფიციალური, რადგანაც ამისთვის საჭიროა მასში ოპოზიციაც ჩართული იყოს. ეს ინიციატივა დიდი ხნის წინ გაჩნდა. ჩემთვის ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გავლენა და შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ კომისიას, მის მიგნებებს და ამ მიგნებების რელევანტურობას მომავალ პროცესებზე,” – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს იმართება.

საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს პარლამენტში შესული ოპოზიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button