მნიშვნელოვანისიახლეები

მოქალაქეთა უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას-IRI

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ? – პასუხები ასეთია:

34% – მტკიცედ უჭერს მხარს
18% – გარკვეულწილად უჭერს მხარს
8% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება
34% – მტკიცედ ეწინააღმდეგება
6% – არ იცის.

“საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” (IRI) გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. მონაცემები სხვადასხვა საკითხზე საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებას ასახავს, მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.

შეკითხვაზე, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას (თუკი ასეთი არის) მისცემ ხმას? – პასუხები ასე გადანაწილდა:

25% – „ქართული ოცნება“
12% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
3% – „გახარია საქართველოსთვის“
3% – „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
2% – „სტრატეგია აღმაშენებელი“
2% – „დროა“
2% – „ლეიბორისტული პარტია“
2% – „ანა დოლიძე-ხალხისთვის“
2% – „გირჩი“
2% – „პატრიოტთა ალიანსი“
1% – „ლელო“
1% – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“
11% – ბათილი ბიულეტენი
6% – არავის მივცემ ხმას
16% – არ ვიცი
7% – უარი თქვა
40% – შეკითხვას არ უპასუხა.

გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეების დიდ უმრავლესობას ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, მათი რაოდენობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაზრდილია. შეკითხვას, გსურთ იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში ან კმაყოფილი ხართ ამჟამინდელი არჩევანით? – მოქალაქეებმა 2022 წლის სექტემბერში ასე უპასუხეს:

72% ისურვებდა ახალ პოლიტიკურ პარტიებს (მარტი – 60%)
22% ამჟამინდელი არჩევანით კმაყოფილია (მარტი – 30%)
7% – არ იცის (მარტი – 10%).
IRI-ის ევრაზიის უფროსი დირექტორის, სტივ ნიქსის თქმით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობა დაბალია. ქართველების 42% ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს და მხოლოდ 15% ენდობა პარტიებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42 პროცენტის ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24 პროცენტი პასუხობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც სრულად წარმოადგენს მის ინტერესებს.

ხოლო გამოკითხულთა, 32 პროცენტი ამბობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად მის ინტერესებს წარმოადგენს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button