კაშიას და კანკავას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
დიდი პრობლემების გადალახვის ხარჯზე ბრატისლავას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
„სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებს. გუნდში ახლადგადასულმა ქართველმა ქართველმა ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ ირლანდიური „შემროკ როვერსის“ წინააღმდეგ სრული 90 წუთი შეუცვლელად ითამაშეს და სარგებლიანად გამოიყურებოდნენ.
განმეორებითი შეხვედრა ირლანდიაში გაიმართა. პირველი მატჩი „სლოვანს“ 2:0 ქონდა მოგებული და იმედიანად იყო, თუმცა მასპინლებმა თავიდან 2 უპასუხო გოლი გაუტანეს ვაისის გუნდს.
მთავარი მწვრთნელის შვილმა, უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა 73-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში შეამცირა. მატჩი 2:1 დასრულდა და ბრატისლავას „სლოვანი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვეეიცარიული „იანგ ბოიზი“ იქნება.