მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კაშხლის მშენებლობაზე მთავრობამ მორატორიუმი 9-12 თვით გამოაცხადა

საქართვერლოს მთავრობამ კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიიის დამხმარებით უნდა შეისწავლოს კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.-წერია განცხადებაში

შეგახსენებთ,რიონის ხეობის მცველები თითქმის ექვსი თვეა აპროტესტებენ რიონის ხეობაში დაგეგმილი ნამახვანჰესის აშენებას, რადგან თვლიან, რომ ის ხეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს

ნამოხვანჰესის“მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში კარვებია გაშლილი.ხოლო, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც.

წაიკითხეთ ასევე:

რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად კახეთში აქციები იგეგმება
მოსახლეობის პროტესტი და სახალხო დამცველის განცხადება ნამახვანის მოვლენებზე
ნამახვანის პროცესებზე “ლელო” პროკურატურას მიმართავს

მსგავსი პოსტები

Back to top button