მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კასიანოვის განცხადებას დეპუტატები აკრიტიკებენ

"წაიყვანეთ დღესვე წაიყვანეთ, თუ წამოგყვებიან, მაგრამ მგონი გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ეს ხალხი მარტო ომს კია რა თქვენს ხელისუფლებასაც გამოექცა უკრაინიდან!"

ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის, განცხადება, სადაც ის საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს მიჩვეულები ვართ, ეს არის სამწუხარო მოვლენა, კასიანოვს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ ჩვენ „ბუკებს“ გავაგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში
კობახიძის თქმით, სწორედ კასიანოვი მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

„სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებები, რაც იყო ძალიან მძიმე და ეს პრინციპში იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც მოვისმინეთ მისი მხრიდან. ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ, ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულში და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია, არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი, სამარცხვინო სპეკულაცია და რა თქმა უნდა კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო და სპეკულაციური“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას არის ის, რომ აღდგენა იქნება შეღავათი ბევრი ქართველისთვის.

„ფრენების აღდგენაზე ჩვენ არავითარი პოზიცია არ აგვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ცალმხრივად არის ფრენები შეწყვეტილი რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რომელიც ამ თემაზე შეიძლება, გავაკეთო“, – განაცხადა კობახიძემ.

დანაშაულია ის პინგ-პონგი, რასაც თამაშობს კობახიძე და ლავროვი, ანუ ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით – როცა არასაომარი მოქმედებების დროს დაგიწესა რუსეთმა სანქციები და დღეს გიხსნის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება. რა?! – გარიგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენას პოლიტიკური ფასი აქვს და “საინტერესოა, რა პოლიტიკურ ფასს იხდის “ქართული ოცნება”. ვაშაძე აღნიშნავს, რომ თუ საქართველო რუსეთთან გარიგების თანამონაწილეა, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს დაკარგავს, რაც მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ინტერესია.

მისი თქმით, რუსეთისთვის ფრენების საკითხი ყოველთვის პოლიტიკური იარაღი იყო და ამჯერადაც, ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს.
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით დანაშაულად მიმაჩნია ეს პინგ-პონგი, რასაც თამაშობს კობახიძე და ლავროვი ერთმანეთს შორის, ანუ ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით, ეს არის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთისთვის ფრენების და ნებისმიერი მსგავსი საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური იარაღი. ეს შევარდნაძის ეპოქიდან კარგად გვახსოვს, 2001 წელს როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან, ბევრი ჩვენგანი ვიყავით სტუდენტები ან პატარა ბავშვები და შეიძლება მეხსიერება გვღალატობს და ყველაფერი აღარ გვახსოვს. ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, არამედ თავის მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს. ფრენების აღდგენას რა ფასი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ფასი გაცილებით მეტია ვიდრე თვითმფრინავების ფრენა და ეს ფასი ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ. რუსეთი შეეცდება სატყუარები დაგვიკიდოს, თითქოს პროგრესის მიღწევა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე, წავიკითხოთ ყველა ის დეტალი რაც გავიარეთ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე და დავინახავთ, რომ მათი მხრიდან ქმედებები ზუსტად ისეთივეა. ფრენების აღდგენას აქვს პოლიტიკური ფასი, რა პოლიტიკურ ფასს იხდის “ქართული ოცნება”?! როცა სანქციები დაგიწესა რუსეთმა, მაშინ როცა საომარი მოქმედებები არ არსებობდა და დღეს ამ სანქციებს გიხსნის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება, რა? – გარიგება და თუ ამის მონაწილეა საქართველო, ის დაკარგავს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას, ამიტომ უნდა რუსეთს, კობახიძეს და ივანიშვილს, რომ აღადგინოს ეს ფრენები, რომ საბოლოო უარი მივიღოთ,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია სანქცირებულია.

„ისინი ზურგს უკან ერთმანეთს ელაპარაკებიან და კონკრეტული შეთანხმებები აქვთ, ლავროვი ამბობს, კობახიძე პასუხობს, კობახიძე ამბობს, გავრილოვი პასუხობს და ა.შ. ასე თამაშობენ ერთმანეთს შორის, ნუთუ ეს არ არის თვალსაჩინო? ფრენების აღდგენა – სანქციების მოხსნა არის კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი, ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან, უკრაინასთან და ნატოსთან პარტნიორობა აირჩიოს. ეკონომიკა არის პოლიტიკის ნაწილი, საერთაშორისო ეკონომიკა მითუმეტეს, მტერთან ურთიერთობების დალაგება არ არის შესაძლებელი, მტერთან უნდა იყო ფრთხილად და მკაფიოდ მოქმედებდე, არა ის, რომ დაუწვე და რაც უნდა ის გააკეთებინო, რასაც დღეს აკეთებს “ქართული ოცნება”. უფრო მეტს გეტყვით, თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული, როგორ წარმოგიდგენიათ სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენა საქართველოში?!”- განაცხადა ვაშაძემ.

საკითხს გამოეხმაურა “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილიც. მისი თქმით, პოლიტიკურად ჩანს, რომ საქართველო რაღაც მხრივ აუმჯობესებს რუსეთთან ურთიერთობას, რაც საფრთხის შემცველია.

მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კასიანოვი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ყველაფერს კადრულობს. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი, როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, არც საკუთარ ქვეყანას წაადგება: – “საქართველოში უცხო ქვეყნის ელჩისგან ასეთი ზღვარსგადასული განცხადებები მოთმინების კულმინაციას ქმნის ჩვენში. კასიანოვს მინდა შევახსენო, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება.

უკრაინის ხელისუფლების და მისი წარმომადგენლის ადგილას უფრო ფრთხილი ვიქნებოდი განცხადებებში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მათ კარზე ხდება.

უკვე ვიცნობთ უკრაინის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ კვირაში რადიკალურად განსხვავებულად საუბრობენ და ცოტა ხანში, კასიანოვის შემთხვევაშიც ასე არ მოხდეს. დრო ბორბალივით ტრიალებს და ამ ბორბლის ქვეშ, როგორც ჩანს, ბევრი აღმოჩნდება.
უკრაინელ ხალხს კი ვუსურვებ მშვიდობას და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას”.

“წაიყვანეთ დღესვე წაიყვანეთ, თუ წამოგყვებიან, მაგრამ მგონი გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ეს ხალხი მარტო ომს კია რა თქვენს ხელისუფლებასაც გამოექცა უკრაინიდან!”- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უკრაინის დროებითი რწმუნებული, თურმე საქართველო-რუსეთს შორის ფრენები თუ აღდგება, საფრთხეს ხედავს.

“დიდ საიდუმლოს არ ავხდი ფარდას, თუ ვიტყვი რომ საქართველოს წინააღმდეგ ფარული ომი მიმდინარეობს. ამ ომში, რომ უცხოელების გარდა “ჩვენი” რადიკალური ძალებიც არიან ჩართული ესეც ცხადია. ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი საინტერესო მომენტიც გამოიკვეთა: ავის მსურველებმა ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩათრევა, სამაგიეროდ უკრაინის ზოგიერთი ჩინოვნიკი აპირებს ჩვენ გაგვიხსნას მეორე ფრონტი, რასაც სიტყვიერად და განცხადებების დონეზე მგონი ახერხებს კიდეც. ჯერ იყო და სააკაშვილი შემოაპარეს არეულობის მოსაწყობად, მერე ნახეს რომ არაფერი გამოუვიდათ, დროდადრო რუსეთისთვის ომის გამოცხადებას გვთხოვდნენ, შემდეგ მათგანვე, ორმაგ თუ სამმაგ ფასად შეძენილ საჰაერო თავდაცვის სისტემას, უკან ითხოვდნენ, ახლა კი უკრაინის დროებითი რწმუნებული კასიანოვი გვიცხადებს საქართველოში მყოფი უკრაინელები რისკების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება საქართველოდან გავიყვანოთო. თურმე საქართველო-რუსეთს შორის ფრენები თუ აღდგება საფრთხეს ხედავს! პასუხი მგონი მარტივი უნდა იყოს: ინდოეთში, ეგვიპტეში, თურქეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, არაბულ ქვეყნებიდანაც მიჰყავს ხომ უკრაინელები? ამ ქვეყნებშიც ჭარბად არიან რუსები, თუ ისინი კარგი რუსები არიან და ცუდები მხოლოდ საქართველოში მოფრინავენ? სახმელეთო საზღვრებიდან შემოსულები ნორმალურები არიან ხომ? ხომ ნამდვილად იმ ქვეყნებში წაიყვანთ, სადაც უკრაინელებს უბრალოდ გეტოები მოუწყვეს და ვინც გარეთ გამოდის დღე არ გავა ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლა არ ჰქონდეთ? წაყვანის წინ რამე საღამო, ხომ არ მოვუწყოთ საქართველოში მყოფ უკრაინელებს და რუსებს, იმიტომ რომ ერთმანეთში ისე ლამაზად ჟღურტულებენ ჩვენ ვერც ვარჩევთ რომელი რომელია, თვითონაც არა მგონია ასე ადვილად დაშორდნენ! ისე, რაღა სხვა ქვეყანაში უპირებთ წაყვანას, პირდაპირ უკრაინაში, რომ წაიყვანოთ, ზოგი ზუსტად ჯარში ყოფნის ასაკის მამაკაცია, ქალბატონებს მედ-დებად შეუძლიათ მუშაობა, თუ სარგებელია სარგებელი იყოს! ისე ბატონო კასიანოვ ხომ ხედავთ, ჩვენ რა მშვიდობის მოყვარე ხალხი ვართ (პრინციპში ხომ ამის გამო ვერ გვიტანთ!), და მაინც ფრთხილად იყავით აქ მყოფი უკრაინელები საელჩოში არ მოვარდნენ, მინიმუმ აქციის მოწყობის მიზნით, ეს სად გვიპირებთ წაყვანას თუ გაყვანას ძლივს სამოთხეში მოვხვდითო, ამაზეც იფიქრეთ. საერთოდ თუ უფრო ბევრს იფიქრებთ, ვიდრე მასმედიასთან ისაუბრებთ კარგი იქნება. იფიქრეთ იმაზე რომ უმადურობა ცუდია, მეგობრების წინააღმდეგ ავ საქმეების ხლართვა, რაც არ უნდა დავალება და შეკვეთა გქონდეს უფრო ცუდია. ჩვენ კარგს გიკეთებთ, თქვენ რომ ორმაგად ცუდად გვიბრუნებთ, ეს კი შეიძლება ისევ თქვენ ძალიან ცუდად შემოგიბრუნდეთ! და ბოლოს წაიყვანეთ დღესვე წაიყვანეთ, თუ წამოგყვებიან, მაგრამ მგონი გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ეს ხალხი მარტო ომს კია რა თქვენს ხელისუფლებასაც გამოექცა უკრაინიდან!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანივის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას.

არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში.

მსგავსი პოსტები

Back to top button