მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კაჭრეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი იზრდება-ეპიდემიოლოგები ვითარების ადგილზე შესასწავლად ჩავლენ

გურჯაანში, კორონა ვირუსით მცირეწლოვანი ბავშვები დაინფიცირდნენ. კოვიდ- 19, ორ წლამდე ასაკის ორ ბავშვს დაუდგინდა, რომლებიც სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში დაფიქსირებულ შემთხვევებთან კავშირში არიან.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სოფელში ეპიდემიოლოგების შემოვლა დაიწყება.

” შექმნილი ვითარება ითხოვს ყურადღებას, ამიტომ სოფელ კაჭრეთში, ხვალიდან ეპიდემიოლოგები შემოვლას დაიწყებენ და ყველაფერს ადგილზე შეისწავლიან. თუ საჭირო იქნება, ეპიდემიოლოგების დიდ ჯგუფსაც შევქმნით და ისე გამოვიკვლევთ შექმნილ ვითარებას”- განაცხადა გოგაშვილმა რადიო ჰერეთთან.
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში, კორონა ვირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც კოლეჯი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, ყველაზე მეტი შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button