მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილო ჯანდაცვის ექსპერტები საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობაზე საუბრობენ

ვაქცინაცია საქართველოში თუ ამ ტემპით გაგრძლდა, სამიზნე მაჩვენებლეს ქვეყანა ვერ მიაღწევს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხეიძე აცხადებს.

“ვფიქრობ, რომ დღეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა შემდეგ დღეებში, ჩვენ ვერანაირად ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, 668 არის ძალიან დაბალი, მაგრამ განსხვავება გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის, ცოტა ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს. ამ მხრივ რესურსი კიდევ გვაქვს, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ეს არის უსაფრთხო ვაქცინა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვგეგმავთ ფაიზერ ვაქცინის დიდი ოდენობით შემოტანას. ყველა დანარჩენი ვაქცინა, იქნება ან  “ასტრაზენეკა”, ან ჩინური, ან ამერიკული. მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია”, – ამბობს, ივანე ჩხაიძე,

დარგის სპეციალისტების თქმით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება და აცრილი ექიმების რაოდენობა არ გაიზრდება, ვაქცინაციაზე მოქალაქეებიც უარს იტყვიან.მათი განმარტებით აუცლიებელია საინფორმაციო კამპანია, რაც ვაქცინის მიმართ ექიმებისა და მოსახლეობის ნდობას აამაღლებს.

შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 668 ექიმმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, სადაც მედპერსონალი COVID– 19-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის თარიღსა და ადგილს ირჩევს, 4 202 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირებული
ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინით იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button