კათოლიკური ეკლესია გაჭირვებულებს კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს
კათოლიკური ეკლესია, მოწყალების საიუბილეო წლის განმავლობაში, რომის გაჭირვებულ მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს, – წერს გამოცემა The Catholic Herald.
ასეთი გადაწყვეტილება იტალიის ეპისკოპოსთა კათოლიკური კონფერენციის ხელმძღვანელობამ მიიღო.
აღნიშნული კონფერენციის ხელმძღვანელმა, პაოლო ჯენტილი აღნიშნა, რომ ეკლესია გაჭირვებულ ადამიანთა მზარდი რიცხვით ძალიან წუხს.
“ეკლესია თანანადებნის მიტევებისკენ ყოველთვის მოუწოდებდა. ჩვენ გვსურს კონკრეტული საქმის გაკეთება, რათა ღარიბ ოჯახებს ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ”, – განაცხადა ჯენტილიმ.
უახლოეს მომავალში, კლირიკოსები კომუნალური მომსახურების კომპანიებს თხოვნით მიმართავენ, რომ მათ გაჭირვებულთა ვალებს ანულირება გაუკეთონ.
აქცია ჯერ რომში, შემდეგ კი სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
საიუბილეო წლად პერიოდულად იმ წმინდა წელს აცხადებენ, რომლის განმავლობაში ადამიანებს მძიმე ცოდვების მიტევების საშუალება ეძლეოდათ. კათოლიკური ეკლესია საიუბილეო წლებს ინდულგენციის მიღებასა და ეპიტიმიის ახსნას უკავშირებდა.
პირველი საიუბილეო წელიწადი, 1300 წელს, პაპი ბონიფაცი VIII დროს აღინიშნა.